„თიბისი კაპიტალის“ ახალ მაკროეკონომიკურ განახლებაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ინფლაციის შემცირების პროგნოზია. ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში ინფლაცია 4.8%-მდე შენელდა, ხოლო დეკემბერში მაჩვენებელი სავარაუდოდ 4.5%-ს მიაღწევს. პროგნოზით, 2025 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია 4%-ზე ქვემოთ იქნება, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ფასების დასტაბილურებაზე მიუთითებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ზრდის ფაზიდან თანდათან ნორმალიზაციის ეტაპზე გადადის. ამას ოქტომბერში დაფიქსირებული 6%-იანი ზრდის მაჩვენებელიც ადასტურებს.
