თბილისში ამტვერებადი მასალების, ფერადი ლითონებისა და მეორადი საბურავების გამოყენებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, თითოეულ კანონდარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა 400%-ით იზრდება.
„მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის“ მიხედვით განსაზღვრული ზოგიერთი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, წესი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებაზე აკრძალულ ადგილებში ფიზიკური პირისთვის ჯარიმები 500-დან 2 500 ლარამდე იზრდება.
- „1. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე, ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან იზრდება 2 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარიდან იზრდება 5000 ლარამდე. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით ნაცვლად 1 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 3 000 ლარით ნაცვლად 15 000 ლარისა. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით ნაცვლად 1 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარით ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 10 000 ლარით ნაცვლად 2000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 30 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 6000 ლარისა.
- 2. ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამიდოდაა განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდებით, ნაცვლად 2000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარის ოდენობით ნაცლად 3 000 ლარისა.
- 3. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან იზრდება 2 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისათვის - 1000 ლარიდან იზრდება 5 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით 1 000 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით 2 000 ლარის ნაცვლად.
- 4. ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისას ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 (მოქმედი - 200) ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 2 500 (მოქმედი 500) ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით 1 000 ლარის ნაცვლად. რაც შეეხება ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება-გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით - ნაცვლად 1000 ლარისა. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით 1000 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით 2 000 ლარის ნაცვლად.
- 5. ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრისას გზის სავალ ნაწილზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2500 ლარის ოდენობით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის 5 000 ლარით - ნაცვლად 1000 ლარისა. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, 1 000 ლარის ნაცვლად, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, 2000 ლარის ნაცვლად“, - ნათქვამია კანონპროექტში.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ცვლილებების მიზანი ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაა. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს კი თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, ამტვერებადი მასალების შესაბამისი წესის გარეშე დამუშავება, ამტვერებადი მასალების არასათანადო წესით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, განთავსება, ბეტონმზიდი მანქანების არასათანადოდ გადაადგილება წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული საკითხი 2019 წლის 30 მაისს კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დარეგულირდა, განისაზღვრა სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 28 თებერვლის N54-35 დადგენილებით დაამტკიცდა ,,მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი“, რომლს ამოქმედებაც რამდენჯერმე გადავადდა და ბოლო ვარიანტით, ძალაში 2026 წლის 1 იანვარს უნდა შევიდეს, უკვე გაზრდილი ჯარიმებით.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან გავიდა 5 წელზე მეტი, შესაბამისად, რეგულაციის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტის ტერიტორიაზე ეფექტურად ამოქმედებისათვის, უკვე აუცილებელი იყო, მომხდარიყო სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული სანქციების გადახედვა.