თბილისის სატრანსპორტო კომპანია სავარძლებზე გადასაკრავი ტყავის შესაძენად ტენდერს აცხადებს. წინადადებების მღება 30 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 490 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ კომპანია აპირებს შეიძინოს 2 კვ.მ ტყავი, 210 კვ.მ წითელი ფერის ტყავის შემცვლელი და 20 კვ.მ ლურჯი ფერის ტყავის შემცვლელი, ასევე 14 კომპლექტი გონდოლის დასაჯდომების ტყავის შალითა.
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღე.
მიწოდებულ საქონელზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საქონლის მიწოდების შესახებ შედგენილი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 12 თვეს.