ბოლო ერთ თვეში თბილისის მერიამ აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერით სამი მილიონის ღირებულების სათვალთვალო კამერა შეიძინა. ანუ, იმ დროს, როდესაც დედაქალაქში მრავალრიცხოვანი პროევროპული აქციები იმართებოდა.

სცენარი შემდეგია:  შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ სწორედ ამ კამერების მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერებს იყენებს - ან სისხლის სამართლის წესით აკავებს, ან 5 ათასი ლარით აჯარიმებს.

ოპოზიციის განმარტებით, ხელისუფლება ხალხის ფულს, ისევ ხალხის წინააღმდეგ იყენებს და ეს მაშინ, როცა დედაქალაქში არ არის გამართული სატრანსპორტო სისტემა, დაუსრულებელია არაერთი პროექტი, მოუწესრიგებელია მეტროსადგურები და ქუჩები, მერია ბიუჯეტის, ანუ ნაცვლად იმისა, რომ თანხები მუნიციპალური სერვისების განვითრებას ხმარდებოდეს, არამიზნობრივად იხარჯება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დედაქალაქის მერი ბიუჯეტის ფულს ფლანგავს და პარტიული საჭიროებისთვის იყენებს. მათივე მტკიცებით, ხელისუფლებას ახლა ხალხის ძალის ყველაზე მეტად ეშინია და ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ 81 დღიანი უწყვეტი პროტესტი ჩაახშოს ტოტალური თვალთვალითა და ფინანსური ტერორით.

წყარო: tv pirveli