ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს, რომელიც რამოდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24344,98 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.