„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 8 თვეში ბიუჯეტი 9.2 მლნ ლარით შეივსო. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით,
2025 წლის იანვარ-აგვისტოში, არასწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 9 212 418 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 11 836 042 ლარი.
ამასთან, წელს მხოლოდ აგვისტოში, „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით ხაზინა 1.6 მლნ ლარით შეივსო.
სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 157 246 637 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 151 273 708 ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.