თიბისი კაპიტალმა 2025 წლის თებერვლის მომხმარებლების დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა.

აღმოჩნდა, რომ თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 9%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯმა კი ერთ ტრანზაქციაზე 93 ლარი შეადგინა.

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 48%-ით გაიზარდა არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, ხოლო საშუალო ტრანზაქციის ზომამ 2020 ლარს მიაღწია.

არარეზიდენტების დანახარჯები საგრძნობლად, 48%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, მაინც დაბალია.

თიბისი ბანკის არხებით, მომხმარებლებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2025 წლის თებერვალში გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი დახარჯეს.