"ჩვენ ქვეყნის ხელისუფლებასთან შევამცირეთ თანამშრომლობა და შევწყვიტეთ მხარდამჭერი პროექტები, რომელთა ღირებულებაც 200 მილიონ ევროზე მეტი იყო. ქართული ოცნების მზარდად ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ევროკავშირში ჩვენ ახლა ასევე განვიხილავთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალურ შეჩერებას," - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების გატარების ცხად დაპირებებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ანტიევროპული სვლით, LGBTQI უფლებების შეზღუდვით, ე.წ. გამჭვირვალობის კანონითა და კიდევ ბევრი სხვა რამით, ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად შეწყვიტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
"გალუმპული ახალგაზრდები წყლის ჭავლის წინ ევროპის დროშებით დგანან. ბებიები ყინვას და სამართალდამცავების ხელკეტებს უმკლავდებიან. თბილისის ქუჩებში მოცეკვავეები ქართულ და ევროპულ დროშებში არიან გახვეულნი. რამდენიმე კვირაა, ათი ათასობით ქართველი გაბედულად აპროტესტებს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
საქართველოში ხალხის უმრავლესობას სურს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი ევროპას გულით ატარებენ, პროტესტი მათი ხმაა. მაგრამ ისინი, ვინც პარტია ქართულ ოცნებას მართავენ, მათ დაშინებით, სისასტიკითა და წყლის ჭავლებით პასუხობენ.
2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების გატარების ცხად დაპირებებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ანტიევროპული სვლით, LGBTQI უფლებების შეზღუდვით, ე.წ. გამჭვირვალობის კანონითა და კიდევ ბევრი სხვა რამით, ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად შეწყვიტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
შედეგად, ჩვენ ქვეყნის ხელისუფლებასთან შევამცირეთ თანამშრომლობა და შევწყვიტეთ მხარდამჭერი პროექტები, რომელთა ღირებულებაც 200 მილიონ ევროზე მეტი იყო. ქართული ოცნების მზარდად ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ევროკავშირში ჩვენ ახლა ასევე განვიხილავთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალურ შეჩერებას.
ეს ქართული ოცნების წევრების გადასაწყვეტია, გახადონ ხალხის ევროპული ოცნებები რეალობა და გააკეთონ ყველაფერი, რათა დაიბრუნონ ნდობა და დაასრულონ ღრმა პოლიტიკური კრიზისი - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ყოველი ქართველის უკეთესი მომავლისთვის," - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში.