კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 60 მილიარდ ლარს აჭარბებს.  

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.22% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.484 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით).

რაც შეეხება სესხების საპროცენტო განაკვეთებს 2024 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი წინა წელს ძირითადად ზრდადი ტენდენციით ხასაითდებოდა, განსაკუთრებით ბოლო კვარტალში.

უფრო კონკრეტულად, გასული წლის დეკემბერში უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის საშუალო წლიური პროცენტი 12.63%-ს შეადგენდა (ნოემბერში 12.03% იყო), ხოლო სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 18.16% (ნოემბერში 17.75%) იყო.