მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, დარგების მიხედვით საბანკო სესხებზე ყველაზე მეტი, 4.2 მლნ ლარის დავალიანება ვაჭრობის სექტორს აქვს. დავალიანებების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზე 3.83 მლნ ლარით მრეწველობა, ხოლო მესამეზე 3.61 მლნ ლარით მშენებლობის სექტორია.
რეიტინგში მეოთხე ადგილზე ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები და კომერციული საქმიანობის სექტორია, რომელსაც 2.77 მლნ ლარის დავალიანება აქვს, მეხუთეზე კი 1.5 მლნ ლარით სასტუმროები და რესტორნები მოხვდა.
დარგების მიხედვით, 2023 წლის მარტის მონაცემებით ყველაზე ნაკლები დავალიანება 263 ათასი ლარი განათლების და 713 ათასი ლარი ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორშია.
კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხებით დავალიანება ჯამში 43.9 მლნ ლარი იყო.