საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, კორეაში ვიზიტის ფარგლებში, კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, კორეის ცენტრალურ ბანკში გამართული სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა თანამშრომლობის ახალი მიმართულებებისა და გადახდების სფეროში ინტეროპერაბელობის ინიციატივების განხილვა იყო.
შეხვედრაზე კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა რეგიონული მასშტაბის საგადახდო სისტემების ინტეროპერაბელობის ინიციატივა წარადგინეს, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობას, არამედ სხვა ქვეყნების ჩართულობის შესაძლებლობასაც. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საერთაშორისო გადარიცხვების გამარტივება.
შეხვედრაზე ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადახდებისა და ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება - ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვის პროექტები, რაც ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის ტექნოლოგიურ გარდაქმნას უზრუნველყოფს.
„კორეის ცენტრალური ბანკის მიერ ინიცირებული რეგიონული ინტეროპერაბელობის ხედვა ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური კავშირის აქტიური მონაწილის პოზიციის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა მან.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის პარტნიორობა ემსახურება საგადახდო სისტემების მოდერნიზებას, ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას და საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერებას.
კორეის ცენტრალურ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და საგადახდო სისტემების გუნდი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
სებ–ის ვიცე-პრეზიდენტი კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა
1792844863