საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისშია, ყველაზე დაბალი - გურიაში - ამაზე მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალზე განთავსებული მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, თბილისში ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 1 791.2 ლარს შეადგენს, გურიაში კი 951.1 ლარს.

სხვა რეგიონების მონაცემები კი ასე გამოიყურება:

  • მცხეთა-მთიანეთი - 1 562.5 ლარი
  • ქვემო ქართლი - 1 374.9 ლარი
  • იმერეთი - 1 290.3 ლარი
  • აჭარა - 1 258.0 ლარი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 232.0 ლარი
  • კახეთი - 1 114.8 ლარი
  • სამცხე-ჯავახეთი - 1 112.4 ლარი
  • შიდა ქართლი - 1 004.6 ლარი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 977.5 ლარი

რაც შეეხება მომუშავეთა რაოდენობას, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორს სულ 757.4 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

წყარო: bpn.ge