საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება 1081 ლარი, ანუ თვეში 90 ლარია.

 


სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 143 131 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 7%-ს შეადგენს. სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: სს თიბისი დაზღვევა - 30 782; სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 28 522; სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი - 24 229; სს პსპ დაზღვევა - 7 897; სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 7809.

 


ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 154 864 426 ლარის პრემიები მოიზიდეს.

 


2022 წელს 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ კი მომხმარებლებს 113 835 600 ლარის ზარალი აუნაზღაურა. ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „სადაზღვევო კომპანია ალდაგია“.