სექტემბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის წლის მეორე საუკეთესო თვე აღმოჩნდა.

დადებითი დინამიკა საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა, რასაც ხელი შეუწყო ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ და სტაბილურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ.
-დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, სექტემბერში 2.56%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.98% და 1.47%-იანი ზრდები დააფიქსირეს. 


წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:
 დინამიკური – 12.0%;  დაბალანსებული – 10.3%;  კონსერვატიული – 8.9%
აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის კუთხითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.5%-ს აღწევს, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.2% და 11.9%-ს შეადგენენ.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა სექტემბრის ბოლოსთვის 7.7 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

 ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს: https://www.pensions.ge/ka/investment-activity/interactive-reports

 სრული ყოველთვიური საინვესტიციო ანგარიშების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ: https://www.pensions.ge/ka/investment-activity/investment-monthly-reports