საქართველოს მთლიანი ვალი აპრილში 8.67 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მარტთან შედარებით 45 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა, წინა წელთან შედარებით სახელმწიფო ვალი გაზრდილია 124 მილიონი დოლარით, რაც საქართველოს მიერ ახალი ვალების აღებით არის განპირობებული.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ყველაზე მეტად 109 მილიონი დოლარით გაზარდა ვალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წინაშე, რომელიც არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ყველაზე მსხვილი დონორი საფინანსო ინსტიტუტია.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა 2024 წლის აპრილის მდგომარეობით:

კრედიტორი ვალის მოცულობა აშშ დოლარში
ADB 2,232,080,000
მსოფლიო ბანკი 2,070,087,000
EIB 1,106,599,000
საფრანგეთი (AFD) 759,948,000
გერმანია (KFW) 616,406,000
საქართველოს ევრობონდი 500,000,000
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ 394,720,000
EBRD 222,143,000
AIIB 209,009,000
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ 193,736,000
EU 142,551,000
იაპონია 124,536,000
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი 36,303,000
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 15,005,000
ავსტრია 12,186,000
რუსეთი 11,618,000
ქუვეითი 10,959,000
ამერიკის შეერთებული შტატები 8,191,000
თურქეთი 3,310,000
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია 1,924,000
ყაზახეთი 1,849,000
აზერბაიჯანი 1,700,000
სომხეთი 1,499,000
ირანი 1,240,000