თებერვალში, საბანკო კრედიტების მოცულობა 354 მილიონი ლარით გაიზარდა და ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 52.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

კრედიტების შემადგენლობაში 403 მილიონი ლარით გაიზარდა ლარის სესხები, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების ნაშთი 49 მილიონი ლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სესხი თებერვალში თბილისსა და აჭარაში გაიცა, ყველაზე ნაკლები კი რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში 0.40 პროცენტული პუნქტით გაიზარდა სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი და ის 55.7%-ს შეადგენს.