საქართველოს ფოსტამ „ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი“ მარკა გამოსცა, რომლისპრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართესსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოსფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფოსტის შემოქმედებითი გზა არაერთხელ გადაკვეთილა. მაგალითად, 2019 წელს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული საკოლექციო მონეტა, რომელიც ქართული საფოსტო მარკის გამოსახულებით შეიქმნა, გახდა ეროვნული მარკის მნიშვნელობის უკვდავყოფის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი“ - აღნისშნა გიორგი ერაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტისგენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკისპირველი ეგზემპლარი გადასცა.

 

ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ვალუტისა და საფოსტო სერვისის სიმბოლურ ურთიერთკავშირს. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 30.000 ერთეული.