გალტ & თაგარტის 9–13 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ორი ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.85 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +0.74% წინა კვირასთან შედარებით და +2.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.05 - 42.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.25 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -0.53% წინა კვირასთან შედარებით და +1.62% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.95 - 29.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.10 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +4.45% წინა კვირასთან შედარებით და +6.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 490 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.61 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 118 ათასი აქცია შეადგინა.