განათლების, ბიზნესის, დასაქმების და გარემოს დაცვის მხარდაჭერა - საქართველოს ბანკისთვის უკვე მრავალი წელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს არ არის ერთჯერადი კამპანიები, ეს არის სტრატეგიული ხედვა, რომლის მიზანი ერთია: ადამიანებსა და საზოგადოებს მისცეს შესაძლებლობა, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.

საქართველოს ბანკი პასუხისმგებლობას აღიქვამს როგორც გრძელვადიან ინვესტიციას ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ პირობები, სადაც ცოდნა, ინოვაცია და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ერთიანად ემსახურება უკეთესი მომავლის შექმნას,“ - ამბობს ანა ლომთაძე საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი და  პროექტების შესახებ კიდევ უფრო დეტალურად გვესაუბრება. 

განათლება და ახალგაზრდების გაძლიერება - ყველაზე დიდი ინვესტიცია

საქართველოს ბანკისთვის უკვე მრავალი წელია განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკის მხარდაჭერით 40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანი ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარების განვითარება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების შექმნაა.

ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არის ძირითადი გასაღები სოციალური პროგრესისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივები მიმართულია როგორც მოსწავლეების, ასევე სტუდენტების და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერისკენ, მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნისკენ და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ,“ - აღნიშნავს ანა ლომთაძე. 

STEM სკოლა - მომავლის პროფესიების სწავლა სკოლიდანვე

ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია STEM სკოლა, რომელიც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა VII–XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთწლიანი ონლაინკურსის განმავლობაში დაეუფლონ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო უნარებს.

იმისათვის, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა, ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, STEM სკოლაში საუკეთესო შედეგების მქონე 90 მოსწავლეს საქართველოს ბანკი სწავლას უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30 ნაწილობრივ. პროექტისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან გვახარებს. STEM სკოლაში უკვე 1000-მდე მოსწავლემ ისწავლა, მათგან 200-ზე მეტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე. 

ამასთან, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM ოლიმპიადასაც ახორციელებს, რომელმაც ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი სკოლა გააერთიანა.

“STEM სკოლის პარალელურად, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოსწავლეებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესი, STEM ოლიმპიადას ვახორციელებთ, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, არა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას შეუძლია. ოლიმპიადის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ყველა მსურველს ვურჩევ, ამ ინიციატივაში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა  და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე. 

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სივრცეში, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა მათ განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინსტრუმენტით უზრუნველყოფს.

თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა განათლების შესაძლებლობებზე. ამ მიმართულებით კი საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ჩვენთვის გამორჩეული ინიციატივაა. უკვე მეხუთე წელია, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს ვქმნით, რათა ხელი შევუწყოთ მათში მეცნიერებისა და ზოგადი განათლებისადმი ინტერესის ზრდას. 

ჯამში ჩვენ უკვე გავხსენით 25 იდეათეკა 11 რეგიონის სკოლაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს უფრო მეტი და აღმოაჩინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.

საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის

განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად, საქართველოს ბანკი არაერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და უჭერს მხარს.

ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს იყო სტუდენტი - სწავლასთან ერთად, ჩნდება ახალი პასუხისმგებლობები. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ. ამისათვის, შევქმენით არაერთი სასტიპენდიო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივ სასწავლებლებში სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება”, - გვიყვება ანა ლომთაძე.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 350-ზე მეტი სტიპენდიატი.

ადგილობრივი სტიპენდიების გარდა, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში სწავლის და მასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დაფინანსებით.

ადგილობრივ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების მიღების პარალელურად, ჩვენ ასევე, ვპარტნიორობთ Chevening-ის და Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამებთან. ასევე, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შევქმენით ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. ამ ინიციატივების ფარგლებში, ახალგაზრდა პროფესიონალებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სრული დაფინანსებით და მიღებული ცოდნით, წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.

აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 55-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ, ახალგაზრდა პროფესიონალებს მოვუწოდებ, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა, დაელოდონ განაცხადების მიღების პერიოდს და აუცილებლად შეავსონ აპლიკაცია”, - ამბობს ანა ლომთაძე. 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, აქვთ შესაძლებლობა, ბანკის 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ისწავლონ საქართველოს ბანკის სტიპენდიით. პარტნიორ პროფესიულ აკადემიებს შორისაა კულინარიის აკადემია, კომუნიკაციების სკოლა, STEP IT Academy, Smart Academy, Headvice და BDO Academy. 

დასაქმების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

ამასთან, საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის.

პირველი კარიერული ნაბიჯები ხშირად ბევრ გამოწვევასთან ასოცირდება. იმისათვის, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს ხელი შევუწყოთ მომავლის პროფესიების არჩევაში, ჩვენ შევქმენით სტუდენტური დასაქმების პროგრამალიდერატორი”, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს ბანკში, რა თქმა უნდა, სასწავლო განრიგთან შეთავსებით, მიიღონ დარგის სპეციალისტებთან მუშაობის გამოცდილება და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომლიდერატორისპროგრამა როტაციული ხასიათისაა - რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სხვადასხვა მიმართულებით შეუძლიათ. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მათ აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში. ლიდერატორის” პროგრამაში მონაწილეობა უკვე 500-მდე სტუდენტმა მიიღო, მათგან 80% კი ბანკში დასაქმდა”, - გვიზიარებს ანა ლომთაძე. 

ბიზნესის მხარდაჭერაცოდნის გაზიარება და ინოვაციის წახალისება

განათლების შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქმნის რეალურ შესაძლებლობებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ბირთვია, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მაგალითად, ჩვენ შევქმენით Businesscourse.geსაგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც მსურველებს შეუძლიათ გაიარონ დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილი ბიზნესკურსები. UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში კი, რომელიც საქართველოს ბანკის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, მეწარმე ქალებს ვეხმარებით, საკუთარი იდეები ბიზნესად აქციონ. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ SMEDA- პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მცირე მეწარმეებს პროდუქციის გაყიდვაში, კონსულტაციებში და გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობაში,“ - აღნიშნავს ანა ლომთაძე.  

გარემოს დაცვა - პასუხისმგებლობა ბუნებისა და მომავლის წინაშე

ჩვენთვის გარემოს დაცვა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კიდევ ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) და მხარს ვუჭერთ 18 დაცულ ტერიტორიას, რომელთა საერთო ფართობი 740,000 ჰექტარს აღწევს და სადაც 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ასევე, საქართველოს ბანკმა კავკასიის ბუნების ფონდთან ერთად  კიდევ ერთი ინიციატივა წარადგინა-წერილები ბუნებისგან. პროექტის მიზანია ბუნების დასახმარებლად ბრენდებისა და ბუნების კავშირის ახალ სტანდარტის შექმნა. პროექტი მიზნად ისახავს: ბრენდებმა კარგად დაინახონ ბუნების დაცვის პასუხისმგებლობა; კამპანიის მიზანია - მოუწოდოს ყველა იმ ბრენდს, რომელიც საკუთარ ლოგოში ცხოველის ან ფრინველის ლოგოს იყენებს, წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვის პროცესში“, - გვიყვება ანა ლომთაძე.

მომავლის ხედვა

ეს ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ჩვენი CSR მიზნები და ამოცანები  კვლავ რჩება საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებად. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების შექმნაზე, ვაფორმებთ ახალ პარტნიორობებს, რომლებიც განათლების ხელშეწყობასა და მდგრად განვითარებაზე არის ორიენტირებული. 

გვჯერა, რომ ბიზნესის როლი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ფინანსური შედეგები. სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კულტურის ნაწილია - ეს არის გზა, რომლითაც ბანკი ქვეყნის პროგრესის ორგანულ ნაწილად იქცევა” , - აღნიშნავს ანა ლომთაძე. 

საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: csr.bog.ge