საპენსიო სააგენტო ახალ დირექტორს ეძებს, რისთვისაც უწყებამ შესაბამის პლატფორმაზე განაცხადი უკვე განათავსა.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით.
„2024 წლის ივნისში "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან საპენსიო სააგენტოს სახელწოდება 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვლება და გახდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საპენსიო ფონდი (საპენსიო ფონდი). კონკურსის შედეგად დანიშნული საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2025 წლის 1 მაისიდან მისი წინამდებარე კონკურსის ფარგლებში დანიშვნის უფლებამოსილების ვადით გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი“, - ნათქვამია განცხადების აღწერაში.
გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორის უშუალო მოვალეობებს შორის შედის:
საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
** საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესებისა და ანგარიშების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
** საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;
** საპენსიო სააგენტოს მიერ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
** საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის,
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;
** შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;
** საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში;
** ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 14 500 ლარია. კონკრეტულად, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დირექტორობის მსურველი, ეს ვაკანსიის შესახებ განაცხადშია მოცემული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა 2023 წელს დატოვა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას კი ამ დრომდე გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს, რომელიც 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.