საპენსიო აქტივების ღირებულება 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის  30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 529 000 ადამიანია.

საინტერესოა ფონდის ზრდის დინამიკა. ჩვენ როდესაც დავიწყეთ, დაახლოებით 4 წლის წინ იზრდებოდა 1 მლრდ. ლარით, ხოლო ახლა კონტრიბუციების ზრდა 1.2 მლრდ ლარია. თუ შევხედავთ საინვესტიციო მოგებასაც, ფონდი წელიწადში დაახლოებით, 1.5 მლრდ ლარით იზრდება. 

შარშან აგვისტოში მონაწილეებს შეეძლოთ 1 საინვესტიციო პორტფელიდან, მეორეს დამატება. მონაწილეები გადანაწილდნენ ასაკობრივად. ყველა მონაწილე, რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა გაკეთებული ისევ კონსერვატიულში მოხვდა. თუ შევხედავთ მთელ პორტფელს, რომელიც 5.2 მლრდ ლარია - საიდანაც 99% არის  კონსერვატიული პორტფელი, ხოლო დაახლოებით 50 მლნ. ლარი არის დაბალანსებულ-დინამიკური პორტფელი.

საპენსიო სქემის მონაწილეს დღეს, ყველანაირი ბარიერის გარეშე შეუძლია თავისი საინვესტიციო პორტფელი შეცვალოს. მე ვერ ვხედავ მაღალ დინამიკას, რომ ყოველ დღე ბევრი მონაწილე გადადიოდეს პორტფელებს შორის", - აცხადებს გოგა მელიქიძე.

მანვე აღნიშნა, რომ კონსერვატიულმა პორტფელმა ბოლო 11 თვეში 11.4% საინვესტიციო მოგება დააგენერირა, დაბალანსებულმა 13.4%, ხოლო დინამიკურმა 15%.

bp.ge