2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.8 მილიარდ ლარს მიღწია, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.28% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 17.14% და 15.27% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 51%, დაბალანსებულში 31%, ხოლო კონსერვატიულში 17% იყო.
საპენსიო დანაზოგმა ₾5.8 მილიარდს გადააჭარბა
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - მარიამ ქვრივიშვილი
ყველა პირობას შევქმნით, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი
ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა - ირაკლი კობახიძე