სამინისტროებში პრემია-დანამატების მოცულობა 62.1 მლნ ლარით გაიზარდა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2024 წელის 6 თვეში სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 230.3 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 225.2 მლნ დანამატზე, ხოლო 5.1 მლნ პრემიაზე მოდის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იგივე პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 168.9 მლნ ლარი შეადგინა (პრემია - 5.8მლნ ლარი, დანამატი - 163.1 მლნ ლარი) შედეგად გამოდის, რომ გასულ წელს 21,1 მლნ ლარით მეტი გაიცა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა, ჯამში 87 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 38%-ს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატი გაიცა სამინისტროებში 2024 წელის 6 თვეში :

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 916 075 ლარი დანამატი, 65 735 ლარი პრემია
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 172 272 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 390 160 ლარი დანამატი, 69 703 ლარი პრემია
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 957ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
  • ფინანსთა სამინისტრო - 2.5 მლნ ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 609 378 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 244 989 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
  • იუსტიციის სამინისტრო - 5.8 მლნ ლარი დანამატი, 16 779 ლარი პრემია
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 163 294 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 585 534 ლარი დანამატი, 19 578 ლარი პრემია
  • თავდაცვის სამინისტრო - 5.8 მლნ ლარი დანამატი, 143 723 ლარი პრემია
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 85.3 მლნ ლარი დანამატი, 1.7 მლნ ლარი პრემია
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 740 353 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 178 950 ლარი დანამატი, 760 ლარი პრემია
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 708 862 ლარი დანამატი, 12 030 ლარი პრემია.

www.bpn.ge