ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობისმიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309- მუხლის 37- ნაწილის ქვეპუნქტისსაფუძველზე, დღეის მდგომარეობით - 65 340 ფიზიკურ პირს, საერთო ჯამში - 423 141 969,65 ლარის დავალიანება ჩამოეწერა.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორცელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (62 553 ფიზიკურ პირზე 282 601 018,12 ლარი), ასევეპირადი (2 787 ფიზიკურ პირზე 140 540 951,53 ლარი) მომართვის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებსდა პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას,რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინებისუზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები - საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღისდადება და . ავტომატურად გაუქმდება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობასეკონომიკურ საქმიანობაში“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახური ინფორმაციაში.