საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 57.53 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 121.77 მილიონი ლარით, ანუ 0.21%-ით ნაკლები წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშეც0.19%-ით ნაკლები). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების ზრდა 197.32 მილიონი ლარით დაფიქსირდა. (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.68%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 319.09 მილიონი ლარით, ანუ 1.00%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.89%-ით).

 

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.30% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.91 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.92 პროცენტული პუნქტით).

 

ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.90% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.06% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.32% , ხოლო ევროს წილმა 20.06% შეადგინა.