საბანკო სექტორმა, თავის პიკს, 2024 წლის მაისში მიაღწია და ამის მერე, ნელი, მაგრამ შეუქცევადი დაღმასვლის დინამიკა დაიწყო,- ამის შესახებ ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ კლების ამ ტემპით, შესაძლოა, ვარდნა ბოლო 5 წლის მინიმუმზეც ჩამოვიდეს.

"თუ გინდა გაიგო, როგორი დინამიკა არის საბანკო სექტორში, ამ გრაფიკს უნდა შეხედო.

ერთი წლის წინ, მთლიანი პორტფელის ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით იყო 18,96%; ახლა, 31 მაისის მდგომარეობით, ზრდის ტემპი ჩამოვიდა 15,07%-მდე. ანუ, ერთ წელიწადში, თითქმის, 4%-იანი კლება გვაქვს. ასევე, გრაფიკზე კარგად ჩანს, რომ საბანკო სექტორმა, თავის პიკს, 2024 წლის მაისში მიაღწია და ამის მერე, ნელი, მაგრამ შეუქცევადი დაღმასვლის დინამიკა დაიწყო.

ამასთანავე, წელს, პირველი 5 თვის შედეგების მიხედვით, გაცემული სესხების ზრდის ტემპია 7%. შესაბამისად, მგონი, ცხადი უნდა იყოს, რა მიმართულებით განვითარდება მდგომარეობა მომავალ თვეებში.

ჩემი ვარაუდით, კლების ამ ტემპით, მაღალია შანსი, რომ ძალიან მალე, ბოლო სამი წლის მინიმუმზე ჩამოვიდეს პორტფელის ზრდის ტემპი; ასევე, შანსია, რომ ვარდნა ბოლო 5 წლის მინიმუმზეც ჩამოვიდეს (ანუ, პანდემიის დროინდელ მაჩვენებლებზე უფრო დაბლა ჩამოვიდეს)",- წერს გოგა ხიშტოვანი.