"ეროვნული ბანკის გუნდით ვამაყობ. მათი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საბანკო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რაშიც სექტორში დასაქმებულ 40 ათასამდე პროფესიონალს უდიდესი წვლილი შეაქვს," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის და ადგილობრივად თუ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მაღალი ნდობისა და რეპუტაციისთვის.
„სწორედ თქვენ, თქვენი პროფესიონალიზმითა და ცოდნით, გაწეული სამსახურითა და თავდაუზოგავი შრომით შექმენით ის მონაპოვარი, რასაც ძლიერი და სანდო საბანკო სექტორი ჰქვია. მადლობა თქვენ, რომ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, თქვენი დამსახურებით საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი ნდობითა და რეპუტაციით გამოირჩევა როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
თითოეული თქვენგანის დამსახურებით საქართველოს საბანკო სექტორი მუდმივად ვითარდება და სტაბილურად მზარდია. სისტემა ხასიათდება კაპიტალისა და ლიკვიდობის მაღალი ბუფერებით, აქტივების გამორჩეულად მაღალი ხარისხით და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და მისაბაძი ბევრი იურისდიქციისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდი, მანდატის ფარგლებში, აგრძელებს თანმიმდევრულ და სანდო მონეტარულ პოლიტიკას, ფასების ნორმალიზებას და საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებაზე მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი.
ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე პირველი ქართული ბანკის - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, სიმბოლურად 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ბანკირის დღის დაარსების ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.
საბანკო სექტორი 40 ათასამდე პროფესიონალს ასაქმებს - ნათია თურნავა
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო