საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებს (ამ რიცხვში შედის 226 721 ადამიანი რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.) მონაცემები წინა წელთან შედარებით 4.6%-ით არის გაზრდილი.  წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 650 475-ს შეადგენდა (აქედან 195 985 ადამიანი, რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს).

საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 266 196 არასრულწლოვანია, (66 721 არის 6 წლამდე, 199 475 კი 6-18 წლამდე). მათგან 82 196 არასრულწლოვანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.

წყარო: მთავარი არხი