2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილების კლება უკავშირდება რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 56%-ით შემცირებას, რაც თავის მხრივ მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს. სანაცვლოდ კი გაზრდილია ფულადი გზავნილები აშშ-დან და იტალიიდან. საიდანაც თანხებს ძირითადად საქართველოდან ემიგრირებული პირები გზავნიან.
2024 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:
| # | ქვეყანა | შემოსული თანხა - მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | აშშ | $55 მლნ დოლარი; | 18% |
| 2 | იტალია | $51 მლნ დოლარი; | 1% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $31 მლნ დოლარი; | -56% |
| 4 | საბერძნეთი | $24 მლნ დოლარი; | 4% |
| 5 | გერმანია | $23 მლნ დოლარი; | 7% |
| 6 | ისრაელი | $23 მლნ დოლარი; | 11% |
| 7 | თურქეთი | $9 მლნ დოლარი; | 12% |
| 8 | ყაზახეთი | $7.4 მლნ დოლარი; | -50% |
| 9 | ყირგიზეთი | $6.8 მლნ დოლარი; | 184% |
| 10 | ესპანეთი | $6.6 მლნ დოლარი; | 10% |