საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს აქვთ. საქსტატის საწარმოთა საქმიანობის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ საქმიანობით დაკავებულების საშუალო თვიური ხელფასი 4 ათას ლარს აჭარბებდა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებში იყო.

საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1284.5 ლარი
  • სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2324.9
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 1875.9 ლარი
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2304.7 ლარი
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1619.4 ლარი
  • მშენებლობა - 2669.5 ლარი
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1711.0 ლარი
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 1500.5 ლარი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4007.2 ლარი
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1865.6 ლარი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3147.4 ლარი
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1602.2 ლარი
  • განათლება - 1680.8 ლარი
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1627.6 ლარი
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2692.0 ლარი

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2024.4 ლარს გაუტოლდა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 197.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 601.4 ლარი შეადგინა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 156.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი;
  • საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი.

bpn.ge