აგვისტოში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ზოგიერთი გადასახადი გაძვირდა, ზოგი კი გაიაფდა ან უცვლელი დარჩა. საქსტატის მონაცემების თანახმად, აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად ავტომობილის რეცხვის გადასახადი გაძვირდა და ზრდამ 16.26% შეადგინა.
ამავე მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად, 39.9%-ით შემცირდა ინტერნეტის გადასახადი.
გადასახადები, რომლებიც აგვისტოში წლიურად გაიზარდა, ასე გამოყურება:
- წყლის გადასახადი - 0.1%-იანი ზრდა;
- ავტომობილების რეცხვა - 16.26%-იანი ზრდა;
- საბავშვო ბაღის გადასახადი - 5.89%-იანი ზრდა;
- სკოლა ლიცეუმის გადასახდელი - 5.03%-იანი ზრდა;
- უმაღლესი სასწავლებლის გადასახადი - 0.25%-იანი ზრდა.
ამასთანავე, აგვისტოში წლიურად შემცირებულია შემდეგი გადასახადები:
- დენი - 13.2%-იანი შემცირება;
- ინტერნეტი - 39.9%-იანი კლება;
აგვისტოში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა შემდეგი გადასახადები:
- სანოტარო გადასახადი;
- საკაბელო ტელევიზიის გადასახადი;
- ტელეფონის სააბონენტო გადასახდელი;
- ნაგვის გატანის გადასახადი;
- მობილური ტელეფონის მომსახურება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი