საქსტატმა 2024 წლის ივლისის სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა 1963 პირის მიმართ დაიწყო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 34-ით მეტია.

სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დევნა სულ 36 ადამიანის მიმართ დაიწყო. წლიურ ჭრილში მონაცემი  66-ითაა შემცირებული.

დევნის დაწყების მიზეზი, ყველაზე ხშირად, 18 შემთხვევაში, უკავშირდება საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას. შემდეგია ფულის გათეთრება, 13 შემთხვევით, რომელსაც მოსდევს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, რომლის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ქონების დამალვის მხოლოდ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი მიმდინარე წლის ივლისში.