გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის დადებითი აღმოჩნდა. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 1%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 0.5%-ით დაეცა.

ასევე, არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც ერთ კვირაში 1.5%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 753დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 69 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 68 დოლარის ფარგლებშია, ერთ კვირაში კლება 1%-ია.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 46 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 1%-იან კლებას წარმოადგენს.

ბოლოს კი ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 2,659 დოლარი შეადგინა.

წყარო bm.ge