Galt & Taggart-მა 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ 2024 წლის პროგნოზები გააუმჯობესა. შესაბამისად, შემუშავებულია 2 სცენარი - საბაზისო და ოპტიმისტური და ამ უკანასკნელში კანდიდატის სტატუსის პოზიტიური გავლენა მოკლევადიან პერიოდში კიდევ უფრო მაღალია.

საბაზისო სცენარით:

  • საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება 2024 წელს;
  • ლარი/დოლარის და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.7 და 3.0-ის ფარგლებში 2024 წელს;
  • საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2023 წლის ბოლოს არსებული 9.5%-დან ეტაპობრივად 5%-მდე შეამციროს2024 წლის ბოლოსთვის.

ოპტიმისტურ სცენარში  არის დაშვება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საბაზისო სცენარში არსებულ დაშვებებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს მომხმარებელთა და ინვესტორთა განწყობებს. შესაბამისად, ოპტიმისტური სცენარით:

  • საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზრდება 2024 წელს;
  • ლარი/დოლარის და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.65 და 2.95-ის ფარგლებში 2024 წელს;
  • საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2023 წლის ბოლოს არსებული 9.5%-დან ეტაპობრივად,  0%-მდე შეამციროს 2024 წლის ბოლოსთვის.