დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფას რესურსად იქცა, ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინანსების მართვის სწრაფი და მარტივი გზები გახდა. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას გთავაზობთ – ესაა ერთი აპლიკაცია, სადაც ყველა ის ძირითადი სერვისი ერთიანდება , რაც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს.
რატომ ბიზნეს მობილბანკი?
აპლიკაცია მუდმივად ვითარდება და ახალი ფუნქციები ემატება, რათა ბინესის საჭიროებებს სრულად უპასუხოს. ბიზნეს მობილბანკი შესაძლებლობას გაძლევთ, მართოთ კომპანიის ფინანსები ონლაინ და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა.
რა უპირატესობებს აერთიანებს ბიზნეს მობილბანკი?
სატენდერო გარანტია – ტენდერებში მონაწილეობის მსურველ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მნიშვნელოვანი დოკუმენტი 1 საათზე ნაკლებ დროში, პირდაპირ აპლიკაციიდან მიიღონ.
წერილები ციფრულად – ყველა საკითხზე ბანკიდან პასუხს პირდაპირ ბიზნეს მობილბანკში მიიღებთ.
ბიზნეს შეთავაზებების მოდულში შეგიძლიათ იპოვოთ საბუღალტრო, საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვა სერვისებზე ფასდაკლებები, ქეშბექები ან სპეციალური პირობები თქვენი საქმიანობის გასაძლიერებლად.
თანხის კონვერტაცია პირდაპირ მობილბანკშია ხელმისაწვდომი.
ხელფასების გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე პაკეტურად.
სხარტი ბიზნეს სესხით დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება უკვე ფილიალში მისვლის გარეშე შეგიძლიათ .
ბიზნეს ნაკრების გააქტიურებით, ერთი საკომისიოს ქვეშ გააერთიანებთ საჭირო პროდუქტებს, სერვისებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.
იხილავთ გადახდების ისტორიას - ჩარიცხვებს, რომლებიც განხორციელდა საქართველოს ბანკის ტერმინალებით ან ონლაინგადახდებით.
ახალ ანგარიშს გახსნით დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე.
გარდა ამისა, შეასრულებთ ყოველდღიურ ტრანზაქციებს - გადარიცხავთ თანხას, დაფარავთ კომუნალურ და სხვა გადახდებს, შეამოწმებთ ტრანზააქციებს ან შეძლებთ პლასტიკური ან ციფრული ბარათის შეკვეთას თქვენთვის ან თქვენი თანამშრომლებისთვის.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი არა მხოლოდ ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ თქვენი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად შეიქმნა. თანამედროვე, მოქნილი და მუდმივად განახლებადი ფუნქციებით ის მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.
გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და გამოსცადეთ მისი უპირატესობები.