მთავრობის მიერ პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის ინიციირებული პროექტის მიხედვით, მომავალ წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებისთვის 646 მლნ, ფინანსთა სამინისტროსთვის 114 მლნ, იუსტიციის სამინისტროსთვის 400 მლნ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 187,5 მლნ ლარია გათვალისწინებული.
უფრო კონკრეტულად, მეწარმეობის განვითარებაზე 304,9 მლნ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე - 33,5 მლნ, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე - 77,1 მლნ, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე - 120,0 მლნ ლარი მიემართება.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უწყებების დაფინანსებას, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 90,0 მლნ ლარი;
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დაფინანსება შეადგენს 4,8 მლნ ლარს;
საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 62,9 მლნ ლარი;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გათვალისწინებულია 18,0 მლნ ლარი;
სასამართლო სისტემისთვის გათვალისწინებულია ჯამში 153,7 მლნ ლარი, მათ შორის: საკონსტიტუციო სასამართლო - 6,2 მლნ ლარი, უზენაესი სასამართლო - 17,2 მლნ ლარი, საერთო სასამართლოები - 122,0 მლნ ლარი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 8,3 მლნ ლარი;
იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 11,0 მლნ ლარი;
სახალხო დამცველის აპარატისთვის გათვალისწინებულია 10,5 მლნ ლარი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 7,0 მლნ ლარი;
საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება 82,6 მლნ ლარამდეა;