ეროვნულმა ბანკმა AML/CFT რეგულირების შეუსრულებლობისთვის სავალუტო  ჯიხურები „რამაზი“  (6 000 ლარი) და „ლიკუნა“ (16 000 ლარი) დააჯარიმა.

სავალუტო ჯიხური შპს „რამაზი“ შიდა ინსტრუქციის გარეშე მუშაობდა, რის გამოც სუბიექტი 3 000 ლარით ჯარიმდება.  3 000 ლარი ჯიხურს ანგარიშგების მოთხოვნის დარღვევისთვის დაეკისრა. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ მოასწრო.

შპს „ლიკუნა“ სებ-ის მიერ ასევე სანქცირებულია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის მონიტორინგში ხარვეზებისთვის 3000-3000 ლარით დაჯარიმდა. ჯიხურმა აღრიცხვა დაუგვიანა ფინანსურ მონიტორინგს და ამასთან პროგრამულმა სისტემამ ვერ დააიდენტიფიცირა გარიგებები, საეჭვო იყო, უჩვეულო თუ დანაწევრებული, რაზედაც ასევე 10 000 ლარით დაჯარიმდა.