პარიზის წლევანდელი ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედალი გამორჩეულად ძვირფასია ბოლო წლების ოლიმპიადებთან შედარებით.

და მაინც... რა ღირს ოლიმპიური ოქროს მედალი?

ამ წლის ოლიმპიადისთვის 329 ოქროს მედალი დამზადდა, თითოეულის ღირებულება დაახლოებით 950 დოლარს უტოლდება. ოლიმპიური მედლის დიამეტრი 85 მილიმეტრია, სისქე – 9.2 მილიმეტრი. თითოეული მედალი 529 გრამს იწონის, რომლის 95% ვერცხლისგანაა დამზადებული. ანუ, ოქროს მედალში სულ რაღაც 6 გრამი სუფთა ოქროა წარმოდგენილი, ხოლო დარჩენილი 18 გრამი რკინაა. თუ ოქროს მედალი სუფთა ოქროსგან იქნებოდა, მისი ღირებულება დაახლოებით $41,161,50 იქნებოდა. ბოლოს სრულიად ოქროს მედლები 1912 წელს იქნა წარდგენილი.

ვერცხლის მედალი იწონის 525 გრამს, სადაც 507 გრამი ვერცხლია და 18 გრამი რკინა. მისი ღირებულება ვერცხლისა და რკინის 24 ივლისის ვერცხლის ფასის მიხედვით არის დაახლოებით $486.

ბრინჯაოს მედალი იწონის 455 გრამს და შედგება 415,15 გრამი სპილენძის, 21,85 გრამი თუთიისა და 18 გრამი რკინისგან. მისი პოდიუმის ღირებულება დაახლოებით $13.

წლევანდელი ოლიმპიადის ემბლემა აერთიანებს ოქროს მედალს, ოლიმპიურ ცეცხლს და მარიანის სახეს, როგორც რევოლუციისა და ფრანგი ხალხის ძვირფას სიმბოლოს. ემბლემის ქვედა ნაწილზე დატანილია სიტყვები „პარიზის ოლიმპიადა“ და 5-რგოლიანი ლოგო.

როგორც სხვა ყველა ოლიმპიადის შემთხვევაში, პარიზის მედლების უკანა მხარე საბერძნეთში თამაშების აღორძინების ისტორიას აღწერს: გამარჯვების ქალღმერთის ადაპტაცია და ათენის ოლიმპიური თამაშების სტადიონის გამოსახულება ელენა ვოცს ეკუთვნის.

ნიკეს გამოსახულებასთან ერთად, რომელიც ოლიმპიადის მედლებზე 2004 წლიდან მოყოლებული გვხვდება, წლევანდელი მედლის ერთ მხარეს ეიფელის კოშკიც იქნება დატანილი.

სტატისტიკური პლატფორის, Visual Capitalist-ის , დათვლით, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა პარიზს დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი უჯდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან იმართება და წლევანდელი შეჯიბრება რიგით 33-ეა, რომელსაც პარიზი მასპინძლობს. ამ ქალაქში წელს მედლების მოსაპოვებლად 10 500 სპორტსმენი ჩავიდა. 

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყო 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, სადაც საქართველო 28 სპორტსმენითაა  წარმოდგენილი.

ცნობისთვის, საქართველოს ჯამში 48 მედალი აქვს მიღებული, საიდანაც 13 ოქროა, 12 ვერცხლი, ხოლო 23 ბრინჯაო.

სახელმწიფო წელს ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს.