ეროვნული ბანკის მიერ 23 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7376 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1061 ლარია.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7350 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7300 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1130 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7380 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7330 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1230 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.2050 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7370 ლარად, გაყიდვა კი - 2.7320 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1150 ლარად, გაყიდვას კი - 3.1000 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7400 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7100 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1100 ლარად, გაყიდვა კი 3.0700 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“