ეროვნული ბანკის მიერ 7 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1219 ლარია.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7400 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1200 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7470 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1200 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1020 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7450 ლარად, გაყიდვა კი - 2.7400 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1250 ლარად, გაყიდვას კი - 3.1100 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7500 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7200 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1200 ლარად, გაყიდვა კი 3.0700 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“