ეროვნული ბანკის მიერ 25 აპრილს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7496 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1224 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7400 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1250 ლარად, გაყიდვა კი 3.1100 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7460 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1200 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1120 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7480 ლარად, გაყიდვა კი - 2.7430 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1300 ლარად, გაყიდვას კი - 3.1150 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7300 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1200 ლარად, გაყიდვა კი 3.0500 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.