ეროვნული ბანკის მიერ 6 იანვარს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8185 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9152 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8240-2.8300 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.8150-2.8200 ლარის ფარგლებში ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9250-2.9400 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9150-2.9200 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8200-2.8240 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.8150-2.8180 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 2.9100-2.9380 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვა - 2.9060-2.9250 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.8280 ლარად, გაყიდვა კი - 2.8180 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9450-2.9500 ლარის ფარგლებში, გაყიდვას კი - 2.9250 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.800-2.8250 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.7700-2.7900 ლარის ფარგლებში შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9100-2.9250 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.8800-2.9050 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“