ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7477 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1167 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7440 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7380 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1150 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1130 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1000 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7470 ლარად, გაყიდვა კი - 2.7420 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1200 ლარად, გაყიდვას კი - 3.1000 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7500 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7200 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1200 ლარად, გაყიდვა კი 3.0800 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.