ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის  მიზანშეწონილობა, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს შეძენას. მისი თქმით, ამ ფაქტს არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმებოდა.

„ქვეყნის რეზერვების 11%, $500 მლნ ჩაყარო ისეთ აქტივში, ოქროში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, იყიდო ღირებულების პიკზე, ჩამოიტანო თბილისში და დაასაწყობო, არის  უაზრობა. ამ $500 მლნ-ს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა.

ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან ან სანქციებს ელოდებიან.

ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის  მიზანშეწონილობა და ის დანაკარგები თუ შემოსავლები, რაც გრძელვადიან პერიოდში ამას შეიძლება მოჰყვეს.

როგორც გახდა ცნობილი, არც სავალუტო ფონდი მიესალმებოდა ამ ფაქტს“, - წერს რომან გოცირიძე.