ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, თიბისი და საქართველოს ბანკი  5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 2 500 000 მილიონი ლარი შენატანი ფონდებში, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკები ავრცელებენ.

„თანხა განაწილდება ფონდებში, რომლის მთავარი მიზანი და დანიშნულება არის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა“, - წერია განცხადებაში.

2,500,000 ლარი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისის ინიციატივები

TBC x My market

თიბისი და My Market მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლის ფარგლებშიც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებული  საშობაო მარკეტებში ვერ ახერხებენ მონაწილეობის მიღებას, Mymarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა. საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები Mymarket-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან. მომხმარებლები კი, ვინც Mymarket-ზე შეიძენენ პროდუქციას, თიბისს ბარათებზე დამატებით ქეშბექს მიიღებენ.

TBC x Glovo

თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლის წყარო. ვინც Glovo-დან ამ ობიექტების პროდუქციას შეიძენს, თიბისის ბარათებზე დამატებით ფასდაკლებას მიიღებს.

TBC x tkt.ge

თეატრებმა და კულტურის  სფეროს წარმომადგენლებმა, გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად, რომ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება, თიბისი ბანკის და tkt.ge-ის  საერთო ინიციატივის ფარგლებში, დეკემბრის თვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასური, ჩაირიცხება ფონდში თეატრებისა და მათი მსახიობების მხარდასაჭერად.

TBC x Swoop.ge

Პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება კონკრეტული სასტუმროების ნომრების ვაუჩერის სიმბოლურ ფასად შეძენა. ვაუჩერის ღირებულებისა და ნომრის საბაზრო ღირებულების შორის სხვაობას თიბისის და Swoop.ge-ის ამ საერთო ინიციატივის ფარგლებში ანაზღაურდება.

საქართველოს ბანკის ინიციატივები

BOG x Extra

საქართველოს ბანკი და extra.ge მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლის ფარგლებშიც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებულ საშობაო მარკეტებზე მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ, extra.ge-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა. საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები extra.ge-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან. ასევე ისინი საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ მიწოდების სერვისითაც. მომხმარებლები კი, ვინც ექსტრაზე ამ მეწარმეების პროდუქციას შეიძენენ, 10- ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან დაფინანსდება. შეთავაზება ძალაში იქნება 15 იანვრის ჩათვლით.

BOG x Ads manager

მცირე მეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს ბანკი ბიზნესებს ბანკის Ads manager-იდან (შეთავაზებების მართვის ციფრული პლატფორმიდან) შეთავაზებების გაკეთებას უფასოდ სთავაზობს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც ამ შეთავაზებით ისარგებლებენ, საქართველოს ბანკისგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან იანვრის ბოლომდე დაფინანსდება.

BOG x Biletebi.ge

იმისთვის რომ გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად თეატრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შეძლონ გააგრძელონ საქმიანობა, საქართველოს ბანკი Biletebi.ge-ს ინიციატივას უერთდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლის მიერ, გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების 1 იანვრამდე შეძენის შემთხვევაში გაყიდვიდან შემოსულ თანხას საქართველოს ბანკი გააორმაგებს.

სასაჩუქრე ბარათები

მცირე მეწარმეები მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს ბანკი კიდევ ერთ ინიციატივას ახორციელებს და ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სასაჩუქრე ბარათების შექმნას Ads manager-იდან, საკომისიოს გარეშე სთავაზობს. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ შეიძინონ სასაჩუქრე ბარათი და ამით მხარი დაუჭირონ მეწარმეებს. ისინი შეძენილი სასაჩუქრე ბარათის გამოყენებას მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.

BOG x Wolt

იმ ქართველი მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად, რომლებიც საშობაო მარკეტზე მონაწილეობას არ იღებენ, საქართველოს ბანკი და WOLT ერთიანდებიან. რაც იმას ნიშნავს რომ, ის მომხმარებელი ვინც Wolt-დან ამ ობიექტების სერვისს და პროდუქციას საქართველოს ბანკის ბარათით შეიძენს, დამატებით ქეშბექს მიიღებს.