„ვფიქრობთ, რომ ზღვართან დაკავშირებით შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიმსჯელოთ, სანამ შესაძლებელი იქნება უფრო დიდი და ფართო მასშტაბის რეფორმის განხორციელება“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გუშინ პარლამენტში, ქონების გადასახადის ზღვრის აწევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, ქონების გადასახადთან მიმართებით სამინისტრო მუშაობს შესაბამის რეფორმაზე, თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით რეგიონებს შორის გარკვეული დისბალანსების გასწორება ვერ ხდება.
Ipn.ge