საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 2024 წელს 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შედეგთან შედარებით ₾380 მლნ-ით მეტია.

2024 წლის დეკემბრისთვის ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 62.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით გაიზარდა.

მთლიანობაში 2024 წელს ქართული ბანკების სადეპოზიტო პორტფელი 7.7 მილიარდი ლარით, ანუ 15%-ით გაფართოვდა და 58.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

გარდა ამისა, 2024 წელს ბანკების თანამშრომელთა ანაზღაურება და სხვა პერსონალური ხარჯები 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 177 მილიონი ლარით, ანუ 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ადმინისტრაციული და საოფისე ხარჯები კი 423 მილიონი ლარი იყო.

მოგების გადასახადის სახით გასულ წელს ბანკებმა 561 მილიონი ლარი გადაიხადეს.