2024 წლის მეორე კვარტალში ქართული საბანკო ბარათებით 11.2 მლრდ ლარი გაანაღდეს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკის თანახმად, მეორე კვარტალში საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით ბანკომატებში და ბანკის სერვისცენტრებში განთავსებულ პოსტერმინალებში სულ განხორციელდა 27 მლნ ოპერაცია.

აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 12%-ით, ხოლო თანხა 15%-ით. 

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჯამში 269 მლნ ოპერაცია შესრულდა, თანხობრივად 20.6 მილიარდი ლარის.

ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 562 350 ერთეული შეადგინა, სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 8 562 687 ერთეული იყო.