“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია.

TI-ის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში ყველა პარტიამ ჯამში 10 163 787 ლარის შემოწირულება მიიღო, საიდანაც ოპოზიციურ პარტიებზე 700 000 ლარი ნაწილდება, შესაბამისად „ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული.

2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები შემდეგნაირად გამოიყურება:

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 9 464 000₾

“ლელო საქართველოსთვის” - 330 305₾

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 241 091₾

“თაობები საქართველოსთვის” - 101 789₾

“საქართველოსთვის” - 7 665₾

“ევროპელი სოციალისტები” - 5 450₾

“ხალხისთვის” - 5 300₾

“კონსერვატიული მოძრაობა” - 2 875₾

“ელენე ხოშტარია - დროა” - 2 504₾

“საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 2 371₾

“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” - 438₾