ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა ივნისის მდგომარეობით 6.9 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 177 მილიონი ლარით მეტი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ კატეგორიის დეპოზიტების ზომა 2.1 მილიარდი ლარით გაიზარდა. 

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 37% მოდიოდა, რაც დაახლოებით 2.4 მილიარდი ლარია, ამასთან უკრაინის მოქალაქეთა დეპოზიტები 400 მილიონამდე, ბელარუსის მოქალაქეთა დეპოზიტები კი 200 მილიონ ლარამდე იყო.

ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 24.5 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 28%-ს შეადგენს.

არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 85%-ს) უცხოურ ვალუტაში ინახავენ, ხოლო საქართველოს რეზიდენტი პირების დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილი 60%-ია.